ავარია ბათუმში - ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

06 სექ 2020

ბათუმში, პუშკინისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ მანქანას ახალგაზრდა ქალი მართავდა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები. 

მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით დაიწყო.