საკოორდინაციო საბჭო ბიზნესს და მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან რეკომენდაციები

08 სექ 2020

აჭარის ეკონომიკის სამინისტროში მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა. მათ უწყების წარმომადგენლებმა მოუწოდეს რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ.

დღესვე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდეს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს.