აჭარაში კორონავირუსის გავრცელების 14 კერა გაჩნდა

11 სექ 2020

კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დღიური რეკორდული მაჩვენებელია. მათგან  39 ინფიცირებული აჭარაშია. აქედან 15 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია, 10 კი აქამდე გამოვლენილ კლასტერს უკავშირდება, რომლებიც ოჯახებთან კონტაქტებია.

კოვიდ 19-ის დაფიქსირების გამო, ბათუმის სამშობიარო სახლის შემდეგ, დროებით მუშაობა ქალაქის კიდევ რამდენიმე კლინიკამ  შეაჩერა.