11 სექ 2020
ნათელი მომავლის გამო არსებულის დანგრევა არ შეიძლება - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშნკო. ქვეყნის ლიდერი ახალგაზრდებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ იმას, თუ როგორც ცხოვრობენ იმ ქვეყნებში, სადაც ფერადი რევოლუციები მოხდა. გამოფხიზლება ყოველთვის შეიძლება. მთავარია, დაგვიანებული არ იყოს - ამბობს ლუკაშენკო.
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატებმა კენჭისყრის ოფიციალური შედეგები არ აღიარეს.