ბათუმის სამშობიარო სახლში 7 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს

14 სექ 2020

კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ დღეს პირველად ბათუმის სამშობიარო  სახლმა  მუშაობა  განაახლა. კლინიკა ამ  ეტაპზე კოვიდ მიმღები ცენტრი იქნება და ვირუსით ინფიცირებულ მხოლოდ ორსულებს მიიღებს. კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად გაიზარდა კლინიკების რაოდენობაც, სადაც კოვიდ დადებით პაციენტებს უმკურნალებენ.