5 პარტია საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა

15 სექ 2020

პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სახით მიიღებენ მონაწილეობას.