აჭარაში კლინიკებში 345 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, 187 კი კოვიდკარანტინში

17 სექ 2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ისევ აჭარაშია, რეგიონში კიდევ 126 ადამიანი დაინფიცირდა. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების ყურადღების ცენტრში კვლავ აჭარაა.

ბათუმში 121 შემთხვევაა გამოვლენილი, ქედაში ერთი, ქობულეთში - 3, ხოლო ინფიცირების ერთი ფაქტი დაფიქსირდა ხულოში.

ამ ეტაპზე, ბათუმის სამშობიარო სახლში სულ 13 კორონავირუსით ინფიცირებული ორსულია მოთავსებული. 12 მოზარდი მკურნალობს ასევე კოვიდ 19-ზე აჭარაში.