სექტემბერში ლარი დაახლოებით 12 თეთრით გაუფასურდა

18 სექ 2020

ეროვნული ვალუტის მორიგი ანტირეკორდი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით გაუფასურდა და 3 ლარი 18 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, აქ დოლარის ყიდვა 3 ლარად და 22 თეთრადაა შესაძლებელი. ლარი 24 საათის განმავლობაში 2 თეთრით გაუფასურდა ევროსთან  მიმართებითაც. ერთი ევროს შეძენა 3 ლარად 74  თეთრად  არის შესაძლებელი.

რაც შეეხება დინამიკას, მხოლოდ სექტემბერში ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი  დოლართან მიმართებით 12 თეთრით, ევროსთან  კი 10 თეთრით გაუფასურდა.