საკონტროლო პუნქტებზე თერმოსკრინინგი ნაწილობრივ მიმდინარეობს

18 სექ 2020

უკვე მეორე დღეა ბათუმის შემოსასვლელებში, 2 ლოკაციაზე ბლოკპოსტებია განთავსებული. ქალაქიდან გამსვლელი  და შემომსვლელი თერმოსკრინინგს გადის. მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში  კოვიდ-19-ზე ტესტს უღებენ.

თუმცა, ,,მთავარის’’ ობიექტივში დღეს მოხვდა  ისეთი კადრებიც, როცა სამართალდამცველები ყველა ავტომანქანას არ აჩერებდნენ და შესაბამისად,  ვერც ყველა მოქალაქე გადიოდა  სავალდებულო თერმოსკრინინგს.

ადგილზე მყოფი სამართალდამცველების განმარტებით,ყველა მანქანას შეძლებისდაგვარად აჩერებენ.