128 ინფიცირებული ბოლო 24 საათში -აჭარა კვლავ ცხელი ეპიდზონაა

20 სექ 2020

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4 000-მდე პისიარ ტესტი, აქედან გამოვლინდა  128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღეს არსებული მონაცემებით სამედიცინო დაწესებულებებში 519 პაციენტი მკურნალობს. საკარანტინო სივრციდან გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა 34 პაციენტი. სტაციონარი დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა.