ერთი კრიტიკული პაციენტი აჭარაში

20 სექ 2020

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 158 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 72 წლის კაცი კლინიკაში გუშინ მოათავსეს, მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნება. ოცამდე გაიზარდა ინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა ბათუმის სამშობიარო სახლში.