სპეცოპერაციისას დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

21 სექ 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათთვის ფულის გამოძალვის და იძულების ბრალდებით  სამი დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

დანაშაულს არცერთი აღიარებს. საქმე რამდენიმე ეპიზოდს აერთიანებს.  მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ.