ტრამპის მოწამვლაში ეჭვმიტანილი დაკავებულია 

21 სექ 2020

აშშ-ში პრეზიდენტისთვის მომწამვლელი ნივთიერება „რიცინის“ შემცველი წერილის გაგზავნაში ეჭვმიტანილი  ქალი  დააკავეს.  იგი კანადიდან აშშ-ში შესვლის მცდელობისას საზღვარზე აიყვანეს.

მას თან ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩნდა. გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს წერილი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება „რიცინი“ იყო მოთავსებული. გამოძიება ვარაუდობდა, რომ წერილი ტრამპს კანადიდან გაუგზავნეს.