ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება

22 სექ 2020

კორონავირუსის გამო ნობელის კომიტეტმა სტოკჰოლმში ნობელის პრემიის გადაცემის ტრადიციული ცერემონიის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მის ნაცვლად  სტოკჰოლმის რატუშიდან პირდაპირი ტრანსლაცია და ლაურეატებთან ონლაინ-ჩართვები მოეწყობა. ჯილდოს გადაცემის ტრადიციული ცერემონია ყოველწლიურად 10 დეკემბერს იმართება. ლაურეატებს ჯილდოს  პირადად შვედეთის მეფე გადასცემს.