ბათუმის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა

24 სექ 2020

ბათუმის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა. დაინფიცირებული პირები ადმინისტრაციაში დასაქმებულები არიან.

სასამართლოს მენეჯერის ინფორმაციით, პისიარ ტესტი ჩაუტარდა ყველა თანამშრომელს და ვირუსი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ არცერთ პირს არ დაუდასტურდა.

ეპიდვითარების გამო სასამართლო სხდომები დისტანციურად მიმდინარეობს.