კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

25 სექ 2020

კორონავირუსით აჭარაში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მედიკოსების განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  იყო მძიმე, რადგან მას ჰქონდა თანმხლები დაავადება.   ბოლო  4  დღეში  ქვეყნის  მასშტაბით  გარდაცვალების 27-ე შემთხვევაა. გაზრდილია ე.წ-ლი ,, აჭარა ტექსტილის“  კლასტერის ინფიცირებულთა რიცხვი.    

48 არასრუწლოვანი მკურნალობს აჭარაში   კორონავირუსის დიაგნოზით, ახალ შემთხვევებს შორის არიან მედიკოსებიც.  რეგიონი  ისევ საყურადღებო, წითელ ზონად რჩება.  ბოლო  24 საათში ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა.