ოპოზიციასთან დებატების ვალდებულება - ლელოს ინიციატივა

29 სექ 2020

ლელოს ინიციატივით, სავალდებულო უნდა გახდეს სახელისუფლებო კანდიდატებმა ოპოზიციასთან დებატებში მონაწილეობა მიიღონ. დამოუკიდებელი ლევან კობერიძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები კითხვებზე პასუხის გაცემას გაურბიან, ამიტომ საარჩევნო კოდექსში შესატანია ცვლილებები, რომლის მიხედვით სახელისუფლებო კანდიდატს მინიმუმ ერთხელ ევალება თითო არხზე მონაწილეობის მიღება დებატებში.