აჭარაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება

01 ოქტ 2020

თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ და სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ. რაც შეეხება მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, აღნიშნულ ქალაქებში მათთვის სწავლა კვლავ ონლაინ რეჟიმში გრძელდება. სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდა ფოთსა და გორში. დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა აჭარის რეგიონის სკოლებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველა უმაღლეს სასწავლებელში.