თეთრი სახლის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

05 ოქტ 2020

თეთრი სახლის პრესმდივანს, კეილი მაკენანის კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

"გასული კვირის ხუთშაბათიდან, ყოველ დღე ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებდა. დღეს, ორშაბათს კი Covid-19-ის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. სიმპტომები არ მაქვს. მე ვიწყებ კარანტინის პროცესს და დისტანციურად გავაგრძელებ ამერიკელი ხალხისთვის მუშაობას", - წერს კეილი მაკენანი.

მისი თქმით, ის თვითიზოლაციაში გადავიდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.