სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროგრამა

09 ოქტ 2020

,,სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის’’ პროგრამის ფარგლებში, ქედაში, სოფელ გეგელიძეებში სარწყავი არხის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ღირებულება 76 130  ლარია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია,  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია.