დავით გარეჯის საქმე

13 ოქტ 2020

დავით გარეჯის საქმის ფარგლებში დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ყოფილი  მაღალჩინოსნების გამოკითხვა დაიწყო. ამ სიაში არიან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი , ასევე  საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე. გამოძიების შეკითხვებს უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილმა მდივანმა მინდია ჯანელიძემ.