„31 ოქტომბერს შენ  ირჩევ! “ - ახალი პროექტი 

17 ოქტ 2020

ახალი პროექტი "31 ოქტომბერს შენ ირჩევ“, დღეს ევროპის მოედანზე  "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’მიერ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტს USAID-ის და IFES-ის მხარდაჭერით ახორციელებენ.

აქციაში პროგრამის "მომავლის თაობა" მოხალისეები მონაწილეობდნენ,რომლებმაც სტიკერები წარწერით ,,შენი ხმა გადამწყვეტია’’, ,,შენს არჩევანს იცავს კანონი’’, ,,ნუ გაყიდი შენს ხმას’’ საფეხმავლო ზონებში გააკრეს და მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდეს.