22 ოქტ 2020
ზუგდიდის შემდეგ ძარცვის ფაქტი ქობულეთში. ამჯერად საქართველოს ბანკთან ინკასაციის თანამშრომელი დააყაჩაღეს, იმ დროს როცა ჩასარიცხი აპარატიდან თანხას იღებდა. სავარაუდო დამნაშავე მიიმალა, მიმდინარეობს მისი იდენტიფიცირება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 178-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.