კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევიდან 320 აჭარაში დაფიქსირდა

24 ოქტ 2020

საქართველო   კოვიდშუქნიშანთან, წითელ ფერთან გაჩერდა.  ყოველდღიურად ვირუსი ახალ რეკორდს ამყარებს. 

ეპიდემიოლოგების პროგნოზით ინფექციის მზარდი დინამიკა ისევ გაგრძელდება,  ამიტომ მათი რეკომენდაციები ისევ უცვლელია. უნდა ატაროთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია. ამასთან მნიშვნელოვანია ნიღაბის ტარების წესი, რომელიც სწორად უნდა დავიცვათ.