სამი გარდაცვლილი და 551 ახალი ინფიცირებული აჭარაში  

25 ოქტ 2020

ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარების დრო გახანგრძლივდა და დღეს 19 საათამდე იქნება  შესაძლებელი. აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 551  შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი.

ქვეყანაში გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან ყველაზე მეტი 788 თბილისში გამოვლინდა. მძიმეა 429 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლო დღე ღამეში გამოჯანმრთელდა 604  ადამიანი.