26 ოქტ 2020
აჭარაში კორონავირუსის შემთხვევებმა ბოლო 24 საათში იკლო, თუმცა ეპიდემიოლოგები შემთხვევების ზრდის ტენდენციას ისევ ელოდებიან, კორონავირუსის გავრცელების პიკს კი ნოემბრის მეორე, მესამე კვირაში პროგნოზირებენ.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ახლა ეპიდსიტუაცია მართვადია და მთავარია მისი შენარჩუნება.