კოვიდ-ვითარება კვლავ მძიმეა

26 ოქტ 2020

აჭარაში  კოვიდ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით  255-ით  შემცირებულია და ბოლო დღე ღამეში ,,კოვიდ 19“ რეგიონში  296  ადამიანს დაუდგინდა.  186 გამოჯანმრთელდა ,  2  ინფიცირებული კი გარდაიცვალა. 68 წლის კაცი და 86 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ  საავადმყოფოში მკურნალობდნენ,  ამ დროისთვის აჭარაში 4 ათასამდე ადამიანია  ინფიცირებული.   რაც შეეხება თავისუფალ ადგილებს კლინიკებში, თითქმის აღა არის საწოლები კლინიკების რეანიმაციებში ,თუმცა  ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,   ასეთ დროს  პაციენტების ბრუნვა  ხდება   და   რაოდენობა   პერიოდულად  იცვლება.