28 ოქტ 2020
ბადრი ესებუას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. შსს მას 21 ოქტომბერს ბანკზე განხორციელებულ თავდასხმას ედავება. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია.
ოჯახს საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ვერსიის არ სჯერა, მათი განმარტებით ბადრი ესებუას ამ დანაშაულთან კავშირი არა აქვს.