ახალი პროგრამა პროფესიულ სასწავლებელში

30 ოქტ 2020

„ახალგაზრდული მუშაკის“ მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო ქობულეთის პროფესიულმა კოლეჯმა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 16- 29 წლის ახალგაზრდებს, სწავლება 6-თვიანია.

პროექტის ბოლო საფეხურზე, სტუდენტებს შეეძლებათ საკუთარი პროექტის  წარდგენა, რომელსაც შესაბამისი კომისია განიხილავს და შესაძლოა იგი დაფინანსდეს. სწავლება მოიცავს საჯარო გამოსვლების ხელოვნებას, პროექტების წერას,  დისკუსიების და დებატების ხელოვნება.