30 ოქტ 2020
საარჩევნო უბნების აღჭურვა მიმდინარეობს ხულოს 30-ე ოლქშიც. ამ დროისთვის უბნის თავმჯდომარეები ოლქიდან საარჩევნო ინვენტარის უბნებზე გატანასა და აღჭურვას აწარმოებენ. დაწყებულია კაბინების მონტაჟიც.
ხულოში წელს 24 ათას 228 ამომრჩეველია. აქედან 34 დააფიქსირა ცესკოს ცხელ ხაზზე იზოლაციასთან დაკავშირებით შეტყობინება. მოქმედებს 53 საარჩევნო უბანი და ერთი ანუ 54 -ე სპეცუბანი.