გივი აბულაძე გარდაიცვალა

14 ოქტ 2016

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი- გივი აბულაძე. იგი 20 წელზე მეტი ხნის  განმავლობაში იყო აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი- სპეციალური კორესპონდენტი ხულოში. იგი ყოველდღიურად  აწვდიდა არხს  ,,ახალ ამბებს”  მაღალმთიანეთიდან. გივი აბულაძე 2011 წლამდე ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას. საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის  ტელევიზია  მწუხარებას  გამოთქვამს  გივი  აბულაძის  გარდაცვალების  გამო.