საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

03 ნოე 2020

საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდე 20 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 1833 პაციენტი.

სტატისტიკური მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

კარანტინის რეჟიმშია - 3080, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 4253, ​კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2264.