03 ნოე 2020
დედაქალაქის შემდეგ საპროტესტო ტალღამ აჭარაშიც გადმოინაცვლა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკოს მიერ დათვლილ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ და მიაჩნიათ, რომ 31 ოქტომბრის შედეგები გაყალბებულია. ''დაიცავი შენი ხმა!'' – აქციაზე ძირითადად ეს მოწოდება ისმის.