კორონავირუსის ახალი მაჩვენებლების ანტირეკორდი-2295 ახალი შემთხვევა

04 ნოე 2020

კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა დღეს ქვეყანაში. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების  2295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46817-ი შეადგინა. გაზრდილია განკურნებულთა რიცხვიც. ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღე ღამის განმავლობაში 2537 ადამიანი განიკურნა. დაფიქსირდა გარდაცვალების 19 შემთხვევა.