საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან და უსკოსთან

04 ნოე 2020

„იმოქმედე“ და „დაგვიბრუნე ჩვენი ხმა“- აქციის მონაწილეებმა ამ შეძახილებით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან უსკოს შენობასთან გადაინაცვლეს და შენობაში შესვლაც სცადეს თუმცა, ისინი პოლიციამ  შეაჩერა  კარი კი გისოსებით დაკეტეს.  ამ წუთებში აქციის მონაწილეები ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.