ბათუმელმა მორაგბეებმა “ლელოს” 5 ქულით სძლიეს

15 ოქტ 2016

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში,  “ლელო სარასენსი” საკუთარ მოედანზე ბათუმთან დამარცხდა, ანგარიშით  22:17. პირველი ტაიმი სტუმრებმა 9:3 მოიგეს. სტუმართაგან ერთადერთი ლელოს ავტორი ლადო მიმინოშვილი გახდა, საპასუხოდ კი მასპინძელთა შემადგენლობიდან ლელო, ნოდარ ჭეიშვილმა გაიტანა. “დიდი ათის” მეხუთე ტური გუშინ დაიწყო.