პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

07 ნოე 2020

ბათუმელი პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. პროკურორი კორონავირუსზე კლინიკაში 26 ოქტომბრის შემდეგ მკურნალობდა.

ფრიდონ ქარცივაძე 46 წლის იყო. იგი წლების განმავლობაში ბათუმის პროკურატურაში მუშაობდა. 2019 წელს კი ოზურგეთის  რაიონულ  პროკურორად დაინიშნა.