ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა - საერთაშორისო მედია

07 ნოე 2020

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 273  ხმა მოაგროვა

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატში, პენსილვანიაში ხმების უმრავლესობა დააგროვა.

"ამერიკა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამირჩიეთ ჩვენი დიდებული ქვეყნის წინამძღვრად", — ასე გამოეხმაურა წინასწარ მონაცემებს ჯო ბაიდენი.