რა სიახლეებით ხვდება ბოტანიკური ბაღი დამსვენებლებს?

22 აპრ 2016

ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა გასულ წელს  ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და კიდევ უფრო მეტს ელოდებიან მიმდინარე წელს და ამისთვის აქტიურადაც ემზადებიან. ტერიტორიის მოწესრიგების პარალელურად, მარკეტინგულ და პიარ-კამპანიებსაც აწყობენ. მასპინძლობენ საერთაშორისო სემინარებსა და გამოფენებს. ამჯერად ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები თურქეთში იმყოფებიან, სადაც საერთაშორისო ბოტანიკურ გამოფენაზე - “ექსპო  ანტალია 2016”-ში მონაწილეობენ.