09 ნოე 2020
გუშინ აქცია მიმდინარეობდა ბათუმშიც, ოპოზიციური პარტიები და მათი აქტივისტები ბათუმის დრამატული თეატრის მიმდებარედ შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს. კარვები გაშალეს და ღამეც შენობის მიმდებარედ გაათენეს.