16 ოქტ 2016, 20:00
0ჰოლანდიელმა ღვინის ტექნოლოგმა გერჰარდ ჰოსტინკმა რეგიონში მოქმედ ღვინის მწარმოებლებს ტრენინგი ჩაუტარა. მან ქართული ღვინის ტრადიციული და თანამედროვე წესით წარმოება ევროპულ სტანდარტებს შეადარა, მეღვინეებს რეკომენდაციებიც მისცა. ექსპერტი საქართველოში 20 ოქტომბრამდე დარჩება.