ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ

10 ნოე 2020

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში მიმდინარე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების გამო აღნიშნულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს #1, #1ა, #2, #2ა, #3 და #4 სამარშრუტო ხაზებზე.

ავტობუსები იმოძრავებს შემდეგი მარშრუტებით:

#1 -  აღმაშენებლის, აბუსერიძის, გენ .აბაშიძის, ფიროსმანის, შარტავას, გორგილაძის, ჯავახიშვილის, რუსთაველის ქუჩებით;

#1ა - რუსთაველის, ჯავახიშვილის, გორგილაძის, შარტავას, ფიროსმანის, გენ. აბაშიძის, აბუსერიძის, აღმაშენებლის ქუჩებით;

#2 - აეროპორტის გზატკეცილი, აბუსერიძისა და ჭავჭავაძის ქუჩებით;

#2ა - კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, შარტავას, აბუსერიძის, ჭავჭავაძის ქუჩებით;

#4 - აღმაშენებლის, აბუსერიძის, გენ. აბაშიძის, ფიროსმანის ქუჩებით;

უკუმიმართულება -  იგივე.

#3 - გრიბოედოვის, აბუსერიძის, შარტავას, ხიმშიაშვილის ქუჩებით

უკუმიმართულება - ხიმშიაშვილის, შარტავას, ფიროსმანის, გორგილაძის ქუჩებით.

კობალაძის ქუჩის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები 20 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს, ხოლო ინასარიძის ქუჩაზე სამუშაოების დასრულების ვადა 20 დეკემბერია.