“გაბედეს” აქცია მერიასთან

10 ნოე 2020

მოძრაობა ,, გაბედეს’’ წევრებმა  ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს.  მათი შეკრების მიზეზი, როგორც  ამბობენ, 5 ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნაა.

აქციაზე იმყოფებოდა, მოქალაქე, რომელმაც განაცხადა, რომ  ლაშა კომახიძის  მერობის პერიოდში 2 წლის განმავლობაში, უწყვეტად, იღებდა სოციალურ  დახმარებას, საცხოვრებელი ბინის  ქირის ფულსა და საკვებ პროდუქტებს. დიანა ანგელენკოს თქმით, მას შემდეგ რაც მერის მოვალეობის შემსრულებლად,  არჩილ ჩიქოვანი დაინიშნა   თანხის გადახდა შეუწყდა.