ეპიდ-ვითარება 10 ნოემბერს

10 ნოე 2020

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 6 ათასს გადააჭარბა.  ბოლო 24 საათში რეგიონში 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი. ამ ეტაპზე, ქვეყანაში 656 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 341, აჭარაში - 109. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 265 პირია  - მათ შორის, თბილისში - 153, აჭარაში - 60. ჯამში ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2970 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 22 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ქობულეთის ცენტრალურ საავადმყოფოში რეანიმაციული განყოფილება დაემატა. კლინიკა ბომონდმა გადაწყვეტილება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გათვალისწინებით მიიღო.