საპროტესტო აქცია ბათუმში

12 ნოე 2020

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან უცვლელი მოთხოვნებით  აქცია განახლდა. ოპოზიციის წევრები განმეორებითი არჩევნების ჩატარებასა და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ. უკვე რამდენიმე დღეა მთავრობის სახლთან კარვებია გაშლილი, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამეს ათევს.