დაზიანებული ელექტრო ბოძის შეცვლის მოთხოვნა

13 ნოე 2020

ქობულეთში, სოფელ ლეღვა-ჯიხანჯურის ადმინისტრაციულ  საზღვართან მცხოვრებლები ელექტრო ბოძის გამოცვლას  ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ რამდენჯერმე მიმართეს  ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' და ქობულეთის მერიას, თუმცა უშედეგოდ.  

აქ მცხოვრებლები შიშობენ, რომ ძლიერი ქარის დროს, ბოძი, რომელზეც სადენებია დამაგრებული, წაიქცევა და გაზის მილებიც დაზიანდება, რაც საფრთხეს შექმნის.

,,ენერგო-პრო“ ჯორჯიას ინფორმაციით, კონკრეტულ მისამართზე ელექტრობოძი კომპანიის საკუთრება არ არის და სამუშაოები ვერ განხორციელდება. 

ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ საკითხი მათთვის ცნობილია და მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ.