მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 53 მილიონს გადააჭარბა

13 ნოე 2020

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 53 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, კორონავირუსისგან განიკურნა 37 მილიონზე მეტი, გარდაცვლილია  1 299 413 ადამიანი.

ინფიცირების ყველაზე მეტი - 10.8 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი ბრაზილია იკავებს.

მილიონზე მეტი შემთხვევა საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, არგენტინაში, გაერთიანებულ სამეფოსა და კოლუმბიაში ფიქსირდება.