ალიევი ყარაბაღისთვის რაიმე სტატუსს გამორიცხავს

17 ნოე 2020

აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ  რესპუბლიკისთვის მიუღებელია მთიანი ყარაბაღისთვის განსაკუთრებული  სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.  არანაირ განსაკუთრებულ სტატუსზე  ვერ იქნება საუბარი.  არის ერთიანი აზერბაიჯანი - მრავალეროვანი და მრავალკონფესიური. 

აზერბაიჯანის ყველა მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა ხალხსა და რელიგიას წარმოადგენენ,  მშვიდობისა და კეთილმეზობლობის პირობებში  ცხოვრობენ. სომეხი ხალხიც ასევე ამ პირობებში იცხოვრებს -

განაცხადა ალიევმა.  აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ყარაბაღში კონფლიქტი პოლიტიკური დარეგულირების ფაზაში გადავიდა.