ბერლინში სამართალდამცავებმა აქციის 365 მონაწილე დააკავეს

19 ნოე 2020

ბერლინში ათასობით მოქალაქემ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოსალოდნელი ახალი შეზღუდვები გააპროტესტა.მათი აზრით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის გეგმა ზედმეტად ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს. აქციის მონაწილეებს ბანერები ეკავათ სლოგანით - „მშვიდობა და თავისუფლება“. აქციაზე სამართალდამცვლებმა სულ მცირე 365 ადამიანი დააკავეს. დაპირისპირების დროს კი 10-მდე სამართალდამცავი დაშავდა.

პოლიცია დემონსტრანტებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. შეტაკებისას სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.