ოპოზიციის შეხვედრა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან

20 ნოე 2020

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან მიმდინარეობს. 

შეხვედრაზე განსახილველი საკითხი 31 ოქტომბრის არჩევნები და მის შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტია. შეხვედრა უკვე დასრულდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან.